აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი არ არსებობს, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში საშუალოდ ყოველი 100 ბავშვშიდან ერთი აუტისტია.

ორშაბათს, 1 აპრილს, 21.00 საათზე, ჩვენი ფონდის ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება დიდი საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართულ-შვეიცარიელი მუსიკოსის KORDZ-ის (ალექსანდრე კორძაია) პერფორმანსი, რომელიც ცნობილია კლასიკური მუსიკის ელექტრონულ მუსიკასთან შერწყმის ექსპერიმენტებით. მას შეუერთდებიან გორის ქალთა კამერული გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით, მევიოლინეები ელენე გოგოძე, სესილია სანებლიძე და მილენა ჯალალბეკოვა, ვიოლონჩელისტი იაკო კვალიაშვილი, ასევე სპეციალური სტუმრები.

კონცერტის მთელი შემოსავალი მოხმარდება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს დაეხმარებიან საკუთარი თავის რეალიზებაში და საზოგადოებაში ინტეგრაციაში.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებ-გვერდზე tkt.ge, ფასი 60 ლარიდან იწყება.

დონაციისთვის იხილეთ ჩვენი ფონდის საბანკო რეკვიზიტები.

Related posts

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „განათლების დამოუკიდებელ...

Posted
GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია

GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია

GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია 2019 წლის დეკემბერში GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის...

Posted

დატოვეთ კომენტარი