მოზარდი და მოზრდილი ასა-ს მქონე ინდივიდებისთვის სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსის პროექტი

მოზარდი და მოზრდილი ასა-ს მქონე ინდივიდებისთვის სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსის პროექტი

მოზარდი და მოზრდილი ასა-ს მქონე ინდივიდებისთვის სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსის პროექტი

საქართველოს აუტიზმის ასოციაციის და აუტიზმისა კვლევისა და ხელოსშეწყობის ფონდის დამფუძნებლის, ქალბატონი სოფიო კერესელიძის მიერ 2010 წელს დაარსდა საქართველოში პირველი ბავშვთა აუტიზმის ცენტრი, რომელიც 2014 წელს გარდაიქმნა ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტად. აღნიშნული ინსტიტუტი ემსახურება 15 წლამდე ასაკის ასა-ს მქონე ბავშვების თერაპიას.

სამწუხაროდ, საქართველოში მოზარდი და ზრდასრული ასა-ს მქონე პირებისთვის არ არსებობს არანაირი სერვისის მიმწოდებელი ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა მათ აბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც საერთაშორისო კვლევებით, აუცილებელი პირობაა ამ პირების უკეთესი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

სწორედ ამ მიზნით აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის მიერ შემუშავდა პროექტი, რომელიც მოცავს ე.წ. II საფეხურის სასწავლო/სარეაბილიტაციო/ინკლუზიური კომპლექსის მშენებლობას. კომპლექსი აღჭურვილი იქნება სხვადასხვა სასწავლო ლაბორატორიებით/საამქროებით. ასევე, ასა-ს მქონე პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრებითვის საჭირო უნარების შესასწავლად ე.წ. საცხოვრებელი კოტეჯებით (სასწავლო კურსის შესაბამისად).

იგივე მიზნით დაგეგმილია ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო მომსახურების (კვების ობიექტი, მაღაზია, აფთიაქი და ა.შ.) შენობების მცირე მაკეტების შექმნა, სადაც ასა-ს მქონე პირები შეისწავლიან სოციუმში დამოუკიდებელი ადაპტაციისთვის საჭირო უნარებს.

ამ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზიური გარემო, რომელიც გულისხმობს საზოგადოების სხვა და სხვა ჯგუფების ჩართვას ასა-ს მქონე პირების სოციალური ადაპტაციის პროგრამებში.

პარალელურად ცენტრის ტერიტორიაზე იგეგმება ე.წ. სოციალური საწარმოების მოწყობა, რომლებშიც დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა იქნებიან ცენტრის ბენეფიციარები. აღნიშნულ საწარმოებში ისინი შეისწავლიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს და მათი ნაწილი მომავალში შეძლებს დამოუკიდებელად დასაქმებას.

ჩვენ ვემხრობით განვითარებული ქვეყნების კვლევებს და გამოცდილებას, რომელთა მიხედვითაც ასა-ს მქონე ინდივიდების ინტენსიური თერაპიის/აბილიტაციის პროგრამები ხელს უწყობს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მომავალში. თავის მხრივ აღნიშნული შედეგები მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფოს მხრიდან გასაწევი ფინანსური დახმარების რაოდენობას.

სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსი პირველი დასავლური ტიპის მოდელია რეგიონში, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ასა-ს მქონე ინდივიდების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს ასა-ს მქონე ინდივიდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას.

იხილეთ პროექტი

დატოვეთ კომენტარი