კვლევები

  • FDA-მ აღიარა აუტიზმის შესაძლო წამალი

    2018 წლის იანვარში აშშ-ს კვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) აღიარა შვეიცარულ ფარმაცევტული კომპანია Roche-ს წამალი Balovaptan, როგორც მედიკამენტი, რომელსაც ძალუძს გააუმჯობესოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა „ძირითადი სოციალური და კომუმიკაციური უნარები“. 2017 წელს ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ Balovaptan-ი არის უსაფრთხო და აუმჯობესებს მოზრდილი აუტისტების სოციალურ ქცევებს. ამჟამად აუტიზმთან დაკავშირებული აშლილობების სამკურნალოდ FDA რეკომენდაციას უწევს მხოლოდ ორ მედიკამენტს – Risperidone და Aripiprazole, თუმცა მდგომარეობის ძირითადი სიმპტომების მიმართებით ჯერ-ჯერობით არცერთი წამალი არაა სანქცირებული.

    წყარო:

    https://www.disabilityscoop.com/2018/01/30/fda-breakthrough-autism-drug/24649/

  • პ-კრეზოლი შესაძლოა უკავშირდებოდეს აუტიზმის განვითარებას

    კვლევებმა აჩვენა აუტიზმის მქონე პაციენტების ნაწლავებში უჩვეულო ბაქტერიული შტამების არსებობა, რომლებსაც ადამიანის ნაწლავებში ცილების ფერმენტაციის მეშვეობით ძალუძთ სინთეზირება გაუკეთონ მრავალატომიანი ფენოლის ერთ-ერთ მდგომარეობას – პარა-კრეზოლს. ანალიზებმა აჩვენეს, რომ აუტზმის სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტების შარდში პ-კრეზოლის კონცენტრაცია ბევრად მაღალი იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ბავშვების შარდში ბაქტერიული მეტაბოლიზმით გამოწვეული პ-კრეზოლის კონცენტრაციის განსაზღვრა ადვილადაა შესაძლებელი ფლუორესცენტული მეთოდით, კერძოდ HPLC-ის გამოყენებით (ეს ანალიზი საქართველოშიც კეთდება). ანუ პ-კრეზოლი, შესაძლოა, მონაწილეობდეს აუტიზმის განვითარებაში, ასევე იყოს მდგომარეობის გაუარესების და კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის მიზეზი, რაც ხშირად აღენიშნებათ აუტიზმის მქონე ბავშვებს. პ-კრეზოლი, შესაძლოა, გამოყენებული იქნას როგორც ბიომარკერი პატარა ასაკის ბავშვებში აუტიზმის დიაგნოსტირებისათვის.

          იხილეთ პუბლიკაციები:

    •  L. Altieri, et al, Biomarkers, 16 (2011) 252. doi: 10.3109/1354750X.2010.548010
    • S. Gabriele, et al, Autism Res., 9 (2016) 752. doi: 10.1002/aur.1571
    • A. M. Persico and V. Napolioni, Neurotox. Teratol., 36 (2013) 82. doi: 10.1016/j.ntt.2012.09.002
    • G. Tevzadze, L. Shanshiashvili and D. Mikeladze, J. Bio. Phys. Chem. 17 (2017) 77. doi: 10.4024/05TE17A.jbpc.17.02

Related posts