აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გამოფენა
აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გამოფენა
2016 წლის 2 აპრილს ქ. თბილისის საკრებულოს შენობა აუტიზმის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას დაეთმო, რომელიც მოქანდაკე ქეთი მელქაძის ინიციატივით და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენაში 26 ცნობილი ქართველი მხატვარი მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებში.
გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მოზარდთა პარა-ორკესტრი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს უკვე რიგით მესამე გამოფენაა, რომელიც მოქანდაკე ქეთი მელქაძის ინიციატივით და ორგანიზებით იმართება. იგი ერთგულად უდგას მხარში აუტიზმის მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას.