ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო — სათბური
ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო – სათბური
აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო – 500 კვ. მ ფართობის სათბური, რომლის მოწყობა სსიპ სახელმწიფო გრანტების სააგენტოს მხარდაჭერით დაფინანსდა.
სათბურში საქმიანობა, გამოცდილი აგრონომისა და ფსიქოლოგების მეთვალყურეობით, თერაპიული პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიწასთან მუშაობა ხელს შეუწყობს აუტიზმის მქონე ზრდასრულ ადამიანებში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი პრაქტიკული და სოციალური უნარების განვითარებას, თვითრეალიზაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
2026 წლის 17 ოქტომბერს აუტიზმის მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა სათბურში 2 000 მარწყვის ნერგი დარგეს. პირველ მოსავალს მომდევნო 2–3 თვეში ველოდებით. მოსავლის ნაწილი თბილისის სუპერმარკეტებში, აუტიზმის ფონდის ემბლემით, გაიყიდება.
ეს ინიციატივა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ არის — ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სოციალური მეწარმეობის განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და აუტიზმის მქონე ზრდასრული ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობის გზაზე.
En
Geo



