აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

2026 წლის შემოდგომაზე აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე, უკვე აშენებულ ექვს კოტეჯში, დაიწყო პირველი საპილოტე პროგრამის განხორციელება აუტიზმის მქონე 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის.

ცენტრი რეგიონში პირველი სასწავლო-სარეაბილიტაციო კომპლექსია, რომელიც სპეციალურად აუტიზმის მქონე ზრდასრულ ადამიანებზეა ორიენტირებული. კომპლექსის სრულად ამოქმედება ითვალისწინებს 24-საათიანი მონიტორინგის ცენტრის, სხვადასხვა პროფილის სოციალური საწარმოების, ტრენინგებისთვის განკუთვნილი დღის ცენტრის, სპორტული და რეკრეაციული ზონებისა და სხვა საჭირო სივრცეების შექმნას.

ცენტრის მშენებლობა ჩვენი საქველმოქმედო ფონდის მიერ მოზიდული შემოწირულობებით ხორციელდება. ამ დროისთვის შენობების მშენებლობასა და ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში უკვე ჩადებულია 1 600 000 ლარზე მეტი ინვესტიცია.

პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მიღებულია პრინციპული თანხმობა კომპლექსის მთავარი სასწავლო კორპუსის მშენებლობის საკითხზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცენტრის შემდგომი განვითარებისა და აუტიზმის მქონე ზრდასრული ადამიანებისთვის საჭირო სერვისების გაფართოების მიმართულებით.

Related posts

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო — სათბური

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო — სათბური

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო – სათბური აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო – 500 კვ. მ...

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი 2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე, ამერიკის საელჩოს საგრანტო...

Posted
აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედ გაეროს...

Posted
COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „განათლების დამოუკიდებელ...

Posted

დატოვეთ კომენტარი