აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი არ არსებობს, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში საშუალოდ ყოველი

2024 წლის 1 აპრილს, 21.00 საათზე, ჩვენი ფონდის ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა დიდი საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

საღამოზე წარმოდგენილი იქნა ქართულ-შვეიცარიელი მუსიკოსის KORDZ-ის (ალექსანდრე კორძაია) პერფორმანსი, რომელიც ცნობილია კლასიკური მუსიკის ელექტრონულ მუსიკასთან შერწყმის ექსპერიმენტებით. მას შეუერთდნენ გორის ქალთა კამერული გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით, მევიოლინეები ელენე გოგოძე, სესილია სანებლიძე და მილენა ჯალალბეკოვა, ვიოლონჩელისტი იაკო კვალიაშვილი, ასევე სპეციალური სტუმრები.

კონცერტის მთელი შემოსავალი მოხმარდება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს დაეხმარებიან საკუთარი თავის რეალიზებაში და საზოგადოებაში ინტეგრაციაში.

Related posts

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო — სათბური

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო — სათბური

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო – სათბური აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო – 500 კვ. მ...

აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 2026 წლის შემოდგომაზე აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე, უკვე აშენებულ ექვს კოტეჯში, დაიწყო...

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი 2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე, ამერიკის საელჩოს საგრანტო...

Posted
COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „განათლების დამოუკიდებელ...

Posted

დატოვეთ კომენტარი