18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი
18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი
2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე, ამერიკის საელჩოს საგრანტო დაფინანსებით, აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა ჩაატარა ტრენინგი 18+ ასაკის აუტიზმის მქონე ადამიანებთან მომუშავე პერსონალისთვის.
თეორიული ნაწილი (30 სექტემბერი – 29 დეკემბერი, 2023):
– მომზადდა 18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი მულტიდისციპლინური გუნდისთვის;
– საკონფერენციო დარბაზ Randevu-ში მოეწყო ტრენინგი მულტიდისციპლინური გუნდისთვის (18 – 29 დეკემბერი, 2023), რომლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა გადაამზადეს საქართველოს აუტიზმის ეროვნული ცენტრის მომავალი 10-ზე მეტი თანამშრომელი (სოციალური მუშაკები. მეტყვლების თერაპევტი და ფსიქოლოგები);
– მომზადდა აუტიზმის მქონე ზრდასრული პირებისათვის პროფესიული რეაბილიტაციის, 24 საათიანი მონიტორირების და აბილიტაციისთვის პროგრამები და მოხდა მათი განფასება. ამჟამად, მიმდინარეობს პროგრამების ადვოკატირება სახელმწიფო სტრუქტურებთან მატი დანერგვის მიზნით.
პრაქტიკული ნაწილი (1 იანვარი – 2 აპრილი, 2024 წ.):
– პერსონალისთვის შემუშავდა კითხვარები აუტიზმის მქონე მოზრდილების შესაფასებლად, მათ შორის სოციალური მუშაკებისთვის, ოკუპაციური და სენსორული თერაპევტებისა და მეტყველების სპეციალისტებისთვის;
– გაიხსნა საქართველოს აუტიზმის ეროვნული ცენტრის პირველი ორი კორპუსი, სადაც სტუდენტებისთვის ტრენინგები, ხოლო ბენეფიციარებისთვის კონსულტაციები ჩაატარა მოწვეულმა ამერიკელმა ფსიქიატრმა დოქტორ ნანა ბერიკაშვილმა (აშშ);
– ტრენინგი სტუდენტებისთვის და კონსულტაციები ბენეფიციარებისთვის ჩაატარა მოწვეულმა ფსიქოლოგმა დოქტორმა ამანდა ნიკოლსონმა (აშშ);
– 2 აპრილს, ჩვენი ფონდის მიერ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტის შემდეგ ტრენერების მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები გადაეცათ ტრენინგების გავლილ სტუდენტებს. საქართველოს აუტიზმის ეროვნული ცენტრის რვა მომავალმა თანამშრომელმა (სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა) მიიღო სერტიფიკატი.
შემსრულებელთა გუნდი:
– კოორდინატორი: სოფიო კერესელიძე
– ორგანიზატორები: მაკა კორძაძე, ეკა კორძაძე, ნინო ქიქოძე
– ოკუპაციური თერაპევტი: ლუსი ჯალაღანია
– ფსიქოლოგები: ქეთევან მაყაშვილი, ნატა ძაძამია
– ლოგოპედი: ელენე წკრიალაშვილი
– სოციალური მუშაკები: ანა ჯველაური, ნინო ჯღარკავა
– ფინანსისტი: მარიამ ჭუმბურიძე
– ზრდასრულთა ფსიქიატრი: ნანა ბერიკაშვილი (აშშ)
– ფსიქოლოგი: ამანდა ნიკოლსონი (აშშ)