COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა
COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა
EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია” სამედიცინო ცენტრ „პინეოსთან“ ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის პანდემიის დროს აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) მქონე ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ამ მიზნით, სამედიცინო მომსახურების ინკლუზიური პილოტური მოდელის შექმნას და დანერგვას.
პანდემიის დროს, ასა-ს მქონე პირებისთვის დამახასიათებელი კომუნიკაციის სირთულეები, გაზრდილი სენსორული მგრძნობელობა, უცნობი გარემოსა და პროცედურების მიუღებლობა, მათ ტესტირებას, სამედიცინო დახმარების გაწევას, ჰოსპიტალიზაციასა და კარანტინსაც კი, განსაკუთრებულ გამოწვევად აქცევს.
„განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიის“ კვლევით, საქართველოში არსებული სამედიცინო რეგულაციები არ ითვალისწინებენ ასა-ს მქონე COVID-19-ით დაავადებული პირების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის საჭირო მულტიდისციპლინარულ და თანმიმდევრულ მიდგომებს.
ორგანიზაციამ ასევე გამოიკითხა 4 რეგიონში (თბილისი, გორი, ზუგდიდი და აჭარა) ასა-ს მქონე პირების მომვლელები და მედპერსონალი, რათა სრულყოფილად გამოევლინა ის ბარიერები, რასაც ასა-ს მქონე პირები პანდემიის დროს სამედიცინო მომსახურების მიღებისას აწყდებიან.
გიზიარებთ კვლევის ანგარიშს.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით პროექტის ავტორები, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად იმუშავებენ ასა-ს მქონე პირებისათვის სანედიცინო მომსახურების ინკლუზიური პილოტური მოდელის შექმნაზე და დანერგვაზე.