მე აქ ვარ!
მე აქ ვარ!
აუტიზმის ცნობადობის დღესთან (2 აპრილი, 2019) დაკავშირებით აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა განაახლა კამპანია #მეაქვარ #შენსადხარ. მიზანია სახსრების მოზიდვა მშენებარე აუტიზმის ეროვნული ცენტრისათვის, რომელიც უნდა მოემსახუროს 15 წელზე უფროსი ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს.
ცენტრის იდეის მხარდასაჭერად, ქართულმა ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ ბარამბო დაამზადა შოკოლადები, რომელიც ფონდის ლოგოთი 1 ლარად იყიდება სპარის და კარფურის სუპერმარკეტების ქსელში.
მოგიწოდებთ შემოუერთდეთ ამ კამპანიას. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის მომავლის შესაქმნელად.