სოფო ბათილაშვილი – აუტიზმის მქონე ბავშების მხარდასაჭერად
სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი
5 ივლისს, სასტუმრო „სტამბა“-ს ამფითეატრში გაიმართა სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი (მაესტრო ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად), რომელიც ეძღვნებოდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის მხარდაჭერას (იხილეთ ფოტოები).
კონცერტში განსაკუთრებული მონაწილის სტატუსით მოწვეული იყო ცნობილი ქართველი მომღერალი ნუკრი კაპანაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა. საღამოზე გაჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი პოპულარული ქართული სიმღერები. კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს ცქრიალა ღვინით გაუმასპინძლდა კომპანია „ბადაგონი“.