დონაციამ სტარტი აიღო

დონაციამ სტარტი აიღო

დონაციამ სტარტი აიღო

2016 წლის 7 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში  საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა წარადგინა  ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტის „მოზარდი და ზრდასრული ასას მქონე პირებისთვის II საფეხურის სასწავლო / სარეაბილიტაციო / ინკლუზიური კომპლექსის მშენებლობა“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრნენ საერთაშორისო სასტუმროების ქსელის რედისონ ბლუს  65 ქვეყნის გენერალური მენეჯერი, რომელთაც ფინანსურ წვლილი  შეიტანეს ცენტრის მშენებლობის საქმეში.

პრეზენტაციაზე   სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას გენერალური მენეჯერმა, ბატონმა იორდი კუიტმა განაცხადა:

„მიუხედავად საქართველოს აუტიზმის ასოციაციის ძალისხმევისა, მოზარდი და მოზრდილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება სრულიად აუთვისებელი პოტენციალია ქვეყანაში და მეტ აქტივობას საჭიროებს სახელმწოფოს, კერძო სექტორის თუ საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამიტომ, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია იქნება პირველი კომპანია, რომელიც დაიწყებს საქველმოქმედო აქტოვობას აუტიზმის ასოციაციის მიერ წამოწყებული პროექტის მხარდასაჭერად – აშენდეს სარეაბილიტაციო და მოსამზადებელი კომპლექსი ქალაქში. ჩვენ გვსურს მოვუწოდოთ სხვა კომოპანიებსაც რომ გააქტიურდნენ, რათა ერთად შევქმნათ უსაფრთხო გარემო ყველასათვის!“

საერთაშორისო სასტუმროების ქსელის რედისონ ბლუს მიერ განხორციელებული აქცია ერთგვარი სასტარტო ფინანსური დახმარებაა აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული დონაციის ანგარიშზე.

დარწმუნებულნი ვართ რომ აღნიშნულ აქციას ბევრი გულშემატკივარი ეყოლება როგორც საზოგადოების ასევე, კერძო კომპანიების მხრიდან.

 

Related posts

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „განათლების დამოუკიდებელ...

Posted
GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია

GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია

GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია 2019 წლის დეკემბერში GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის...

Posted
ილიას უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრი 10 წლის გახდა!

ილიას უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრი 10 წლის გახდა!

ილიას უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრი 10 წლის გახდა! ათი წლის წინ, 2010 წლის 6 მაისს, ფუნქციონირება დაიწყო წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრმა...

Posted
მე აქ ვარ!

მე აქ ვარ!

მე აქ ვარ! აუტიზმის ცნობადობის დღესთან (2 აპრილი, 2019) დაკავშირებით აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა განაახლა კამპანია #მეაქვარ...

დატოვეთ კომენტარი