აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი
აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი
2016 წლის 4 აპრილს, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა (იხილეთ ფოტოები და ვიდეო).
საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები და შემსრულებლები ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი გაგნიძე, შალვა მუქერია, პიანისტი – დავით ალადაშვილი.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი – დირიჟორი დავით მუქერია, ბავშვთა გუნდი „ანა-ბანა“ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
საქველმოქმედო საღამო მუსიკალურად გააფორმა პროდიუსერმა მარინა ბერიძემ. სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ გოგი ალექსი-მესხიშვილი, ხოლო რეჟისორი ზაალ ჩიქობავა.
კონცერტის პარალელურად ოპერის თეატრის ლურჯ დარბაზში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა (იხილეთ ფოტოები).
აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. აქციის თანმხლებმა კამპანიამ დიდი როლი ითამაშა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მხრივ.
კონცერტი „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც მომავალშიც გეგმავს უკვე ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო კონცერტების სერიის გაგრძელებას.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება მოზარდი და მოზრდილი ასა-ს მქონე პირებისათვის სასწავლო -სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას.