აუტიზმის საერთაოშორისო დღისადმი მიძღვნილი 2014 წლის საქველმოქმედო კონცერტი
აუტიზმის საერთაოშორისო დღისადმი მიძღვნილი 2014 წლის საქველმოქმედო კონცერტი
2014 წლის 2 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და სხვადასხვა კერძო კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ორგანიზება კლინიკის ბენეფიციარ ბავშვთა მშობლებმა, საქართველოს აუტიზმის ასოციაციამ და ფონდმა ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის გაუწია.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა. მათ შორის გახლდნენ დათუნა ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი, დათუნა ხრიკული, კამერული ორკესტრი – სიმფონიატა. მუსიკალური პროდიუსერი -მარინა ბერიძე. რეჟისორი – ზაალ ჩიქობავა.
ღონისძიების მედია მხარდაჭერა განახორციელა ტელეკომპანია რუსთავი 2 -მა.
კონცერტის ფარგლებში შემოსული თანხა სრულიად მოხმარდა ბავშვთა მულტიფუნქციური კლინიკისათვის განკუთვნილი ახალი სივრცის ცენტრის ინფრატრუქტურის გამართვას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ასა-ს მქონე კლინიკის ბენეფიციართა საჭიროებებზე სრულად მორგებული სერვისების ერთობლიობის უზრუნველყოფასა და მკურნალობის პროცესის გაუმჯობესებას.
კონცერტის ფარგლებში გამართულმა საინფორმაციო კამპანიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.