აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 4 აპრილი, 2016 წელი

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 4 აპრილი, 2016 წელი

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 4 აპრილი, 2016 წელი

2016 წლის 4 აპრილს ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი მშობლების ორგანიზებით გაიმართა აუტიზმის შესახებ ცნობადობის  ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი (იხილეთ ფოტოები და ვიდეო).

საქველმოქმედო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები გახლდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. თბილისი მერია,  ქ. თბილისის საკრებულო,  კომპანიები: „გალფი“, „NCC“, „ერნტს ენდ იანგი“, „სარაჯიშვილი“, „ანაგი“, „ლენდ ენდ კომპანი“, „თი-ბი-სი“, „ავერსი“, „დამანი“, „ვინოტელი“, „ ტელეკომპანია რუსთავი 2“.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა საოპერო ვარსკვლავებმა და შემსრულებლებმა: ზურაბ სოტკილავამ,  მაყვალა ქასრაშვილმა, თამარ ივერმა, ნინო სურგულაძემ, ნინო მაჩაიძემ, ქეთევან ქემოკლიძემ, გიორგი გაგნიძემ, შალვა მუქერიამ, პიანისტმა – დავით ალადაშვილმა, ანა-ბანას ბავშვთა გუნდმა ქორმაისტერ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა – დავით მუქერიას დირიჟორობით.

კონცერტის დეკორაციები  გოგი ალექსი-მესხიშვილს და  მისი დიზაინის სკოლის მოწაფეების მიერ შეიქმნა.  კონცერტის მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ მარინა ბერიძე, ხოლო  რეჟისორი – ზაალ ჩიქობავა.

საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად  მოხმარდება  აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის/ზრდასრულებისთვის  სასწავლო/სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებლად არსებობისთვის საჭირო ჩვევების დასწავლისა და ინდივიდუალური უნარების განვითარებისთვის.

კონცერტის პარალელურად, ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში გაიმართა რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების  გამოფენა (იხილეთ ფოტოები).

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც წინ უძღოდა კონცერტს, რამაც უდიდესი როლი შეასრულა აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში.

Related posts

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი 2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე, ამერიკის საელჩოს საგრანტო...

Posted
აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედ გაეროს...

Posted
COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „განათლების დამოუკიდებელ...

Posted
აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 2 აპრილი, 2015 წელი

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 2 აპრილი, 2015 წელი

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 2 აპრილი, 2015 წელი 2015 წლის 2 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში...

Posted

დატოვეთ კომენტარი