100%

100%

100%

პროექტი: გაძლიერდი და შეცვალე (19 დეკემბერი 2014)

2008 წელი – პირველი ეჭვი და პირველი დადასტურება… 2010 წელი – მეორე ეჭვი და მეორე დადასტურება… აუტიზმი!..

აღნიშნული წლების სტატისტიკამ – მოსახლეობის 1% – ჩემი ოჯახისთვის სრული 100% შეადგინა.

მერე იყო შოკი, უარყოფა, შიში, აღიარება… და ყოველი ეტაპიდან გამოსავლის ძიება.

ამ გზაზე ბუნებრივად ვხვდებოდი ამავე პრობლემის მქონე მშობლებს, ოჯახებს, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს. დღეს ბევრ მათგანთან ვმეგობრობ და ისინი ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის!

აუტიზმის ცენტრი, “პორტიჯი“ (ახლა უკვე ბავშვთა და მოზარდთა კლინიკა), საბავშვო ბაღი, სკოლა, ლოგოპედი. დაძაბული გრაფიკი… არსად დავაგვიანოთ… არაფერი დავაკლოთ… დაფინანსება მოვიძიოთ…

სამსახურსა და საყვარელ კოლეგებთან გამომშვიდობება, შეწყვეტილი რეზიდენტურა…

სად იყო ამ დროს სახელმწიფო?! სადღაც, 70-100 ლარს უკან ამოფარებული და თვალდახუჭული თვლემდა, ვერ/არ გვხედავდა… ვერ/არ გვამჩნევდა…

ბატონებო! თუ თქვენ არ გსურთ დაგვინახოთ, ჩვენ ვერ გავქრებით, ჩვენ ვარსებობთ! საწყის ეტაპზე “ABA” თერაპია დაგვიფინანსეთ, ვალდებულნი ხართ!

ხათო ხავთასი

Related posts

«ჩვენ ჰაერში დავრჩით გამოკიდებული» — აუტისტი ბავშვის აღზრდა საქართველოში

«ჩვენ ჰაერში დავრჩით გამოკიდებული» — აუტისტი ბავშვის აღზრდა საქართველოში

«ჩვენ ჰაერში დავრჩით გამოკიდებული» — აუტისტი ბავშვის აღზრდა საქართველოში 2 აპრილი 2019 თამუნა ჩქარეული (ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media)...

სწორი გზა

სწორი გზა

სწორი გზა გადაცემიდან “იმედის გმირები“ ავტორი: ნინია ახვლედიანი (2015) ნიკოსთან ურთიერთობა არაა ძნელი და არც საშიში, პირიქით, მას ესმის...

Posted
აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ღია წერილი საზოგადოებას

აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ღია წერილი საზოგადოებას

აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ღია წერილი საზოგადოებას საქანელა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის დამონტაჟდა დიდუბის სკვერში, აღარ არის! ის...

ცხოვრება აუტიზმის გარეშე

ცხოვრება აუტიზმის გარეშე

ცხოვრება აუტიზმის გარეშე ოცნებისთვის დრო ნაკლებად მრჩება. ახლა, სრულიად შემთხვევით, დავუსვი თავს შეკითხვა: როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, უფროს...

დატოვეთ კომენტარი