აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 2 აპრილი, 2015 წელი

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 2 აპრილი, 2015 წელი

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 2 აპრილი, 2015 წელი

2015 წლის 2 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი (იხილეთ ფოტოები და ვიდეოები 1, 2, 3) და ბავშვების გამოფენა (იხილეთ ფოტოები), რომლის ორგანიზატორებიც კლინიკის ბენეფიციარ ბავშვთა მშობლები, საქართველოს აუტიზმის ასოციაცია და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი იყო.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  ქ. თბილისის მერიის, საკრებულოს  და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების და კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყო ტელეკომპანია რუსთავი-2 მა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ოპერის თეატრის გუნდმა, წმ. სამების საპატრიარქო გუნდმა, ნანი ბრეგვაძემ, დათუნა ალადაშვილმა, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ, ზვიად ბოლქვაძემ, მეგი ჩიხრაძემ, სვიმონ ჯანგულაშვილმა, ოთარ ჯორჯიკიამ, ნიკოლოზ ლაგვილავამ, გიორგი ცაგარელმა. მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ მარინა ბერიძე, ხოლო რეჟისორი – დავით დოიაშვილი.

საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდა აუტიზმის მულტიფუნქციური კლინიკის ტექნიკურ აღჭურვას, რომელმაც  უზრუნველყო ასა-ს მქონე ინდივიდებისათვის ოპტიმალური, სრულფასოვანი სერვისი. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა  ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვების მკურნალობის ეფექტურად წარმართვისთვის.

დარჩენილი თანხა კი სრულად მოხმარდება აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის/ზრდასრულებისთვის სასწავლო/სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას, რომელსაც საფუძველი 2016 წლის ბოლოს ჩაეყრება.

აღნიშნული ტიპის აქციები ხელს უწყობს ზოგადად შშმ პირებთან მიმართებაში საზოგადოების მხრიდან ტოლერანტული,  კეთილგანწობილი დამოკიდებულებების ზრდას.

Related posts

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 4 აპრილი, 2016 წელი

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 4 აპრილი, 2016 წელი

აუტიზმის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი – 4 აპრილი, 2016 წელი 2016 წლის 4 აპრილს ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის...

Posted
აუტიზმის საერთაოშორისო დღისადმი მიძღვნილი 2014 წლის საქველმოქმედო კონცერტი

აუტიზმის საერთაოშორისო დღისადმი მიძღვნილი 2014 წლის საქველმოქმედო კონცერტი

აუტიზმის საერთაოშორისო დღისადმი მიძღვნილი 2014 წლის საქველმოქმედო კონცერტი 2014 წლის 2 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში...

Posted

დატოვეთ კომენტარი