ამანდა ნიკოლსონ ადამსი

ამანდა ნიკოლსონ ადამსი არის ცენტრალური კალიფორნიის აუტიზმის ცენტრის (Central California Autism Center) თანადამფუძნებელი. ბაკალავრის დიპლომი მან მიიღო ოკლაჰომას უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მაგისტრის ნევადას უნივერსიტეტში და დოქტორის ფლორიდას უნივერსიტეტში. 2000 წელს მას გადაეცა ბორდის სერთიფიკატი ქცევით ანალიზში. სანამ ქალაქ ფრესნოში გადავიდოდა იგი მუშაობდა სხვადასხვა აუტიზმის სააგენტოში და იყო წამყვანი ქცევის სპეციალისტი დიდ სასკოლო რეგიონში. შემდეგ მან მიიღო ასოცირებული პროფესორის პოზიცია ფრესნოს უნივერსიტეტში და ექვსი წლის განმავლობაში იყო ABA სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი. დოქტორმა ნიკოლსონმა ასევე დაარსა აუტიზმის ცენტრი ფრესნოს უნივერსიტეტში. ის შედიოდა კალიფორნიის ქცევითი ანალიზის აცოციაციის (California Association for Behavior Analysis) დირექტორების ბორდში და ქცევითი ანალიზის კემბრიჯის ცენტრის (Cambridge Center for Behavior Studies) მრჩეველების საბჭოში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები რეფერირებულ ჟურნალებში და სხვადასხვა წიგნებში და იყო აუტიზმის სტანდარტების ნაციონალური ცენტრის პროექტის (National Autism Center’s Standards Project) რეფერენტი. დოქტორი ნიკოლსონი მონაწილეობდა ბოსნიაში და საქართველოში აუტიზმითან დაკავშირებულ პროექტებში. იგი არის ორი შვილის დედა, უყვარს იოგა, ღვინის დეგუსტაცია და კალიფორნიის სანაპიროები.

Related posts