ავერსი
კომპანია ავერსი ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა არა მხოლოდ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, არამედ ქველმოქმედების მხრივ. საქველმოქმედო ფონდი ავერსი ყოველწლიურად არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და უამრავ ადამიანს ეხმარება.
აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის და კომპანია ავერსის თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა ხელს შეუწყობს ასა-ს მქონე ინდივიდებისთვის სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსის დაარსებას, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება ასა-ს მქონე ინდივდებისთვის წარმატებული მომავლის შესაქმნელად.