აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა დაიწყო!

აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა დაიწყო!

აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა დაიწყო!

2019 წლის 2 აპრილს აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა გამოაცხადა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყება. ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება. საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის ასეთ კომპლექსურ ცენტრს ააშენებს.

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ელჩი და პროექტში ჩართული კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები. იხილეთ პრეზენტაციის ფოტო მასალა რედისონში.

აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მომავალი ცენტრის სტრუქტურა და მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო და კომერციულ სტრუქტურებს მათი წვლილისათვის.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, სიმბოლურია, რომ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საქართველოში ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა მერიის წვლილზე პროექტის განხორციელებაში, დაწყებული ცენტრის ასაშენებლად 2 ჰექტარი მიწის გამოყოფით.

Related posts

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო — სათბური

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო — სათბური

ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო – სათბური აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე ამოქმედდა პირველი სოციალური საწარმო – 500 კვ. მ...

Posted
აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

აუტიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 2026 წლის შემოდგომაზე აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე, უკვე აშენებულ ექვს კოტეჯში, დაიწყო...

Posted
18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი 2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე, ამერიკის საელჩოს საგრანტო...

Posted
აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედ გაეროს...

Posted

დატოვეთ კომენტარი