ნსს

NCC ENGდეველოპერული კომპანია NCC– ს და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის თანამშრომლობა პირველად 2016 წელს შედგა აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში.

საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვის სურვილი სპონტანურად გაჩნდა. კომპანიის დამფუძნებლებმა იდეა მოიწონეს. აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის პირველივე მიმართვისთანავე დეველოპერულმა კომპანიამ სოლიდური თანხა, სწორედ ასა-ს მქონე ინდივიდების უკეთესი მომავლისთვის გაიღო.

სამშენებლო კომპანია NCC-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ქველმოქმედება განიხილება.

მსგავსი სახის აქციებში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს ასას მქონე ინდივიდების საზოგადოებაში ინტეგრირებას.

ჯანსაღი გარემო და უკეთესი მომავალი – დეველოპერული კომპანია NCC–ს და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Related posts