ერნსტ & იანგი
აუდიტორული კომპანია Ernst & Young მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც მსოფლიოს ლიდერი ორგანიზაციაა თავის სფეროში და მრავალ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია საქველმოქმედო აქტიობა.
აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის თანამშრომლობა კომპანია Ernst & Young-თან 2 წლის წინ დაიწყო და ერთობლივი საქველმოქმედო აქციებით უკვე შევძელით ხელშესახები შედეგების მიღწევა.
ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კომპანიების ჩართვა ასა-ს მქონე ინდივიდების პრობლემატიკის დაძლევაში იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ჩვენი საზოგადოება უფრო გახსნილი და მომზადებული იქნება არა მხოლოდ ასა-ს, ზოგადად შშმ პირების მისაღებად.
ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და მომავალში ერთობლივი შრომით კიდევ ბევრ კეთილ საქმეს ჩაეყრება საფუძველი.