საერთაშორისო კონფერენცია – „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“

საერთაშორისო კონფერენცია – „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“

საერთაშორისო კონფერენცია – „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“

2015 წლის 11 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“, რომელიც პროექტ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების ჩამოყალიბება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში, დიაგნოსტირების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის, სოციალური ხელშეწყობისა და ინტეგრაციის შესახებ ჩეხური გამოცდილების გაზიარებას და ამ მიმართულებით საქართველოს სამომავლო პერსპექტივების განხილვას.

ღონისძიება ჩატარდა ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „კარიტასი“-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, საქართველოს აუტიზმის ასოციაციისა და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის მხარდაჭერით.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და ჩეხეთის აუტიზმის მქონე პირების დახმარების ასოციაციის (APLA) ექსპერტები.

პროექტი დაფინანსდა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ.

Tags: kidscare

Related posts

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი

18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი 2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე, ამერიკის საელჩოს საგრანტო...

Posted
აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედ გაეროს...

Posted
COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „განათლების დამოუკიდებელ...

Posted
GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია

GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია

GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია 2019 წლის დეკემბერში GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის...

Posted

დატოვეთ კომენტარი