მერია

meriaსაქართველოს აუტიზმის ასოციაცია და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ქ. თბილისი მერიასთან და ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელაეთ. მათ შორის: საქველმოქმედო ღონისძიებები, აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკები და ა.შ.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მერიის დაფინანსების პროგრამა.  2015 წლის 1 ივლისიდან, ამოქმედდა ქ. თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პირველი აუტიზმის აბილიტაციის სახელმწიფო ქვეპროგრამა, პროგრამა, რომლის ინიცირებასა და მომზადებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს აუტიზმის ასოციაციას და ბავშვის განვითარების ინსტიტუტს. ქ თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული აუტიზმის აბილიტაციის ქვეპროგრამამ მოიცვა 2-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების სერვისების დაფინანსება.

ფონდის და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ასა-ს მქონე ინდივიდებისთვის სრულფასოვანი გარემოს, მომავლის შესაქმნელად.

Related posts