ერნსტ & იანგი

ერნსტ-ენდ-იანგი-2

აუდიტორული კომპანია Ernst & Young მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც მსოფლიოს ლიდერი ორგანიზაციაა თავის სფეროში და მრავალ  ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია საქველმოქმედო აქტიობა.

აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის თანამშრომლობა კომპანია Ernst & Young-თან  2 წლის წინ დაიწყო და ერთობლივი საქველმოქმედო აქციებით უკვე შევძელით ხელშესახები შედეგების მიღწევა.

ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კომპანიების ჩართვა ასა-ს მქონე ინდივიდების პრობლემატიკის დაძლევაში იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ჩვენი საზოგადოება უფრო გახსნილი და მომზადებული იქნება არა მხოლოდ ასა-ს, ზოგადად შშმ პირების მისაღებად.

ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და მომავალში ერთობლივი შრომით კიდევ ბევრ კეთილ საქმეს ჩაეყრება საფუძველი.

Related posts