საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდს უკვე მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. სამინისტრო ერთგულად გვიდგას მხარში და სწორედ მათი დახმარებით შევძელით დაგვემკვიდრებინა უკვე ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო კონცერტების სერია, რომელიც ყოველწლიურად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს, 2 აპრილს იმართება.
საქველმოქმედო კონცერტებიდან შემოსული შემოწირულობებიმთლიანად მიემართება საქართველოს აუტიზმის ასოციაციის და აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის მიერ დაგეგმილ პროექტებში.
შემოსული თანხის ნაწილი უკვე მოხმარდა ბავშვთა აუტიზმის ცენტრის ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტად გარდაქმნას. ფონდში აკუმულირებული შემოწირულობების მეორე ნაწილი კი მთლიანად მიემართება მოზარდთა და მოზრდილთა ასა-ს მქონე ინდივიდებისთვის სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსის შექმნისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის.
გარდა ფინანსური დახმარებისა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებულმა საქველმოქმედო კონცერტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ჩვენს საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საკითხს.
აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით, მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო კონცერტების ტრადიციის გაგრძელებას, რაც დიდი დახმარება იქნება ისეთი რეგიონალური მასშტაბის პროექტის განხორციელების საქმეში, როგორიცაა ზემო აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა.