გალფი
ნავთობკომპანია Gulf Georgia-ს საქველმოქმედო საქმიანობა, მათი ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა. ამ მხრივ ცალკე აღნიშვნის ღირსია აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდისა და კომპანია Gulf-ს თანამშრომლობა.
უკვე რამდენიმე წელია, კომპანია აქტიურად უდგას მხარში ასა-ს მქონე ბავშვების მშობლებს. ყოველთვის ერთვება არა მარტო ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, არამედ, დამოუკიდებლადაც ზრუნავს საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე. აღნიშნულის კარგი მაგალითია კომპანიის მიერ დამზადებული სოციალური რგოლი, რომელიც ერთგვარი მოწოდებაა საზოგადოებისადმი გახდნენ უფრო ტოლერანტულნი და გულისხმიერნი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ სხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს.
კომპანია გალფის პოლიტიკა საფუძველს გვაძლევს თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი მეგობრობა კიდევ მრავალ წელს დაითვლის.