რუსთავი2
ტელეკომპანია რუსთავი-2 მუდმივად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში. არხის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს შშმ პირების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
რუსთავი-2 პიონერია ქართულ სატელევიზიო სივრცეში წამყვანების ამპლუაში შშმ პირების წარდგენის მხრივ. ტელეკომპანია ასევე ხშირად უძღვნის გადაცემებს შშმ პირების პრობლემატიკას.
აუტიზმის კვლევისა და ხელისშწყობის ფონდის მეგობრობა რუსთავი 2-თან უკვე რამდენიმე წელს ითვლის. არხი აქტიურად უდგას მხარში აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს და ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეხმარება საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში. აღნიშნული კი თავის მხრივ უდიდეს როლს ასრულებს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაში.
რუსთავი 2-თან ჩვენი მეგობრობა უკვე დროში გამოცდილია და მომავალშიც გაგრძელდება.