ანაგი

ანაგი-2-768x366სამშენებლო კომპანია ანაგი 2007 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას და თითქმის ამდენივე წელია აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში.

ჩვენი, ასა-ს მქონე ბავშების მშობლების და ანაგის თანამშრომლობა პირველად 3 წლის წინ შედგა და მას შემდეგ კომპანია ჩვენი ერთგული გულშემატკივარი გახდა.

აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებული, უკვე ტრადიციად ქცეული, 2 აპრილის აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტების ერთ-ერთი მუდმივი სპონსორი სწორედ კომპანია ანაგია.

კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა საქველმოქმედო აქციებში წარმატების წინაპირობაა შშმ პირებისა, და კერძოდ ასა-ს მქონე ინდივდებზე მორგებული დასავლური ტიპის გარემოს შესაქმნელად.

კომპანია ანაგის თანამშრომლობა აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდთან სამოქალაქო პასუხისმგებლობის და საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლების კარგი მაგალითია.

ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი იქნება მომავალში.

Related posts